ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დუბლით დაასრულა. „შანდონგ ტაიშანმა“ ბოლო ტურში „ვუჰანი“ 5-1 დაამარცხა, ქართველმა ნახევარმცველმა კი ბურთები 50-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა.
ყაზაიშვილმა წლევანდელი პირველობა 27 გოლით დაასრულა, თუმცა ბომბარდირთა დავაში ლიდერობა ბოლო ტურში დაკარგა, რადგან მისმა კონკურენტმა ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
კომენტარები
