შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში მოკლე პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულა და პირველი ეტაპის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს. ნიკა მოკლე პროგრამას “მგზავრების” ულამაზეს კომპოზიციაზე ასრულებს.
მან მოახერხა და მოკლე პროგრამაში 2 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, შედეგად, 91.28 ქულა მოაგროვა. მე-2 და მე-3 ადგილებზე არიან ესტონელი ძმები ალექსანდრ და მიხეილ სელევკოები.
კომენტარები

