ნიკა მელიას ახალ ბრალს წაუყენებენ. ბრალის წარდგენის პროცედურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ დღეს გაიმართება. მელიას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან.
ადვოკატის ინფორმაციით, ამჯერად, საუბარია პროცესზე, რომელზეც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი მელიას დაკავების ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
ეს უკვე მეორე ეპიზოდია, რომელზეც მელიას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან. პირველ საქმეზე ის უკვე მსჯავრდადებულია და ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
კომენტარები
