ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე კამბოჯის დელეგაციის წევრებს შეხვდა. აღნიშნულ დელეგაციას კამბოჯის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი, ჩეა ვანდეტი ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს უწყებაში არსებულ 500-მდე ელექტრონული სერვისების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზაზა თაბაგარი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დაჩი ქინქლაძე.
კომენტარები
