კანადელმა მოციგურავემ დიანა სტელატო-დუდეკმა 42 წლის ასაკში ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა. ის მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე ასაკოვანი მონაწილეა.
სტელატო-დუდეკმა თავის მეწყვილე მაქსიმ დეშამთან ერთად მოკლე პროგრამა გუშინ წარადგინა, თუმცა დაშვებული შეცდომების გამო მათ 66.04 ქულა მიიღეს და მე-14 ადგილი დაიკავეს. წყვილი თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ სტელანო-დუდეკს ოლიმპიადაზე ოსკარ დე ლა რენტას მიერ შექმნილი კოსტიუმები აცვია.
დიანა სტელატო-დუდეკი აქტიური სპორტიდან 2000 წელს წავიდა და ყინულზე 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და 2024 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო. თებერვლის დასაწყისში, ვარჯიშზე ქალმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც წყვილს ოლიმპიადაზე გუნდური ტურნირის გამოტოვება მოუწია.
კომენტარები
