მილანის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ქართველ ოლიმპიელებს, მწვრთნელებსა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს მარიამ გიორგობიანს შეხვდნენ.
ლერი ხაბელოვმა სპორტსმენებს მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ საქართველო ღირსეულად წარმოადგინეს.
დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი მემორიალი და პატივი მიაგეს 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას.
საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიხურება ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ფიგურული მოციგურავეების – ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას საკუთრებაა.
