ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მშვილდოსნობის U21+ ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე სროლაში საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის პირველობაზე 31 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გვანცა არჩვაძემ, ციკო ფუტკარაძემ და სალომე ხარშილაძემ ბულგარეთისა და იტალიის უძლიერესი ნაკრებები დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
ქართველმა მშვილდოსნებმა მოლდოვას ნაკრებთან შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დათმეს და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
კომენტარები
