მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონია ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე – ვერონას არენაზე გაიმართა.
ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური – ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა – ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ზამთრის შემდეგი ოლიმპიური თამაშები კი საფრანგეთში გაიმართება.
კომენტარები
