უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ლოგისტიკის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი უკრაინეცი 320 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ჟიტომირის ოლქის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ კომპანიჩენკო.
„გამოძიების ვერსიით, მათ მიითვისეს ფული, რომელიც აეროდრომებისთვის დამცავი ნაგებობების ასაშენებლად იყო გამოყოფილი, ანუ ფული, რომელიც თავდაცვაზე უნდა დახარჯულიყო“, – წერს გონჩარენკო.
კომენტარები
