როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.
მისი თქმით, ახლა დემოკრატია მხოლოდ ფორმალურად არსებობს.
„როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას. უკაცრავად მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თანდათანობით მიიწევს საბჭოთა კავშირის, ბელარუსის გზით, სადაც ისინი ამბობენ, ეს ჩვენთვის არ არის მისაღები, მოდი დავბლოკოთ.
თქვენ არ ხართ პირველი და სამწუხაროდ, არ იქნებით უკანასკნელი. ახლა დემოკრატია მხოლოდ ფორმალურად არსებობს. როდესაც დარწმუნებული ხარ შენ შენი საზოგადოებრივი აზრის მართებულობაში, არ აკრძალავ მედია საშუალებებს. ეს უბრალოდ იდეების დებატია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ბევრ ქვეყანას სურს შეცვალოს ქართველი ხალხის არჩევანი. მათ შეიძლება სურთ გაგზავნონ როგორც ბრიტანელი ადმინისტრატორი კოლონიაში. შესაძლოა, ეს სურთ ან ეს ოცნება აქვთ, მაგრამ საბედნიეროდ, თქვენ კვლავ თავისუფლები ხართ“, – აღნიშნა მან.
