მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო შეტევას გეგმავს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი სიით ადგენს თავის სურვილებს და ცდილობს, მიაღწიოს იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია“.
„ირანის ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა ომის დაწყებიდან 30-ე დღესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მიმართვაში.
ირანის კაპიტულაციასთან დაკავშირებით საუბრისას კი მან არაბულ ენაზე აღნიშნა, რომ თეირანის გზავნილი „ნათელია და ქვეყანა დამცირებას არ შეეგუება“.
კომენტარები
