აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ირანზე მიტანილი მორიგი იერიშების შემდეგ თეირანს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
ცნობა, რომ თეირანის ნაწილის ელექტრომომარაგება შეწყდა, ირანულ მედიაში გავრცელდა. ინფორმაცია შემდეგში ირანის ენერგეტიკის მინისტრმაც დაადასტურა. ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ელექტროობიექტები ალბორზის პროვინციაში დაზიანდა, რასაც თეირანსა და კარაჯში ელექტრომომარაგების შეჩერება მოჰყვა.
მომხდარიდან მცირე ხნის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ცნობა, რომ ირანის ტერიტორიაზე იერიშები მიაქვთ. მათ არ დაუზუსტებიათ თუ რა სახის ობიექტებია ბოლო დარტყმების სამიზნე.
კომენტარები
