ქუვეითის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში 14 ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
უწყების განმარტებით, მათი ნაწილი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბანაკს დაეცა, რის შედეგადაც ათი სამხედრო დაიჭრა.
კატარის თავდაცვის სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ ირანიდან გაშვებული „რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი“ დააფიქსირეს და ყველა მათგანი წარმატებით გაანეიტრალეს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ირანმა 16 ბალისტიკური რაკეტა და 42 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები შეტევებს აქტიურად იგერიებენ.
კომენტარები
