„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაურის, ალირეზა ტანგსირის გარდაცვალებას ირანში ადასტურებენ.
მედია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ტანგსირი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ალირეზა ტანგსირის დაღუპვის შესახებ 26 მარტს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ტანგსირი „ირანის ისლამური რევოლუციიის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, 2010 წლიდან მოადგილის თანამდებობა ეკავა.
კომენტარები
