რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ძალოვანი უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციას ისახავდა.
გამოძიების მტკიცებით, რუსი მაღალჩინოსნის აფეთქება იმ დროს იგეგმებოდა, როცა ის ერთ-ერთ ბიზნესცენტრს ესტუმრებოდა. შენობის შესასვლელთან აღმოჩენილია ელექტრო სკუტერი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
კომენტარები
