სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ინფომაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის დროს, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 13 ამერიკელი ჯარისკაცი, ხოლო 365 დაშავდა.
დაჭრილთა შორის არის სახმელეთო ძალების 247 წარმომადგენელი, ფლოტში მოსამსახურე 63 ჯარისკაცი, 19 საზღვაო ქვეითი და სამხედრო საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის 36 წევრი.
ცნობისთვის, 7 ამერიკელი სამხედრო ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეებში დაიღუპა. კიდევ ექვსი სამხედრო დაიღუპა ამერიკული საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ამ ინციდენტს პენტაგონი უბედურ შემთხვევად აფასებს.
კომენტარები
