თეირანში აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სამაშველო ოპერაციაში ჩართული რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავი გაანადგურეს.
ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ განადგურებულ საჰაერო ხომალდებს შორის იყო C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ორი Black Hawk ტიპის ვერტმფრენი.
„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება ვერ მოხერხდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ ირანის ტერიტორიაზე ჩატარებული სამაშველო ოპერაციის დროს ამერიკელ სამხედროებს თავად მოუწიათ, სულ მცირე, ერთი საჰაერო ხომალდის განადგურება, რადგან მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
კომენტარები
