თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან და ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოტთან ერთად დაესწრო.
ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. ასევე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ). მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია: სამი ოქრო და ორი ვერცხლი. მეორე საშეჯიბრო დღეს ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა იზეიმეს, ვერცხლის მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა. თბილისში ევროპის ჩემპიონატი 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
კომენტარები
