23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში წვიმიანი დღეა. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმა იქნება, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში სავარაუდოდ წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +14, ღამით კი +2 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +17 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში სავარაუდოდ, იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.
გუდაურში ნალექიანი ამინდია. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +6, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
