ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ “ბაიერნს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ხვალ, 28 აპრილს, პარიზში გაიმართება. პსჟ-ს რიგებიდან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გუნდის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ხვიჩა კვარაცხელია:
“მე მიყვარს ფეხბურთი! მიყვარს მოედანზე ყოფნა. მინდა, რომ ამით ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დავტკბე. ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. ამ მწვრთნელის გუნდში, დაცვაში მცველებივით უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავ ვარჯიშებს ვატარებთ.“
კვარაცხელიას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მარადონასთან შედარებაზე ჰკითხა, რაზეც “კვარამ” ასე უპასუხა:
“მარადონასთან შედარება ძალიან მაგარია. ეს ნეაპოლში დაიწყო, როცა ნეაპოლის ქუჩებში დავდიოდი, ისინი კვარადონას მეძახდნენ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, როცა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს გადარებენ. ვიცით რამდენად დიდებული იყო მარადონა.
ნეაპოლში ის ღმერთივითაა.ყველას მისი ფოტო აქვს სახლში. რა თქმა უნდა, ეს პატივია, მაგრამ შეუძლებელია, რომელიმე მოთამაშე მას შეადარო. ის საუკეთესო იყო. რა თქმა უნდა, ვამაყობ, თუმცა მძიმე ტვირთია, როცა კვარადონას გეძახიან. ყოველ თამაშში უნდა დაამტკიცო, რომ ნამდვილად კვარადონა ხარ. ეს რთული იყო”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
