6 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება და წვიმაა მოსალოდნელი.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +13 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +5 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
