საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა მერაბ გაფრინდაშვილს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
მრავალწლიანი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, მერაბ გაფრინდაშვილს, როგორც მენეჯერსა და ხელმძღვანელს, მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში. შედგენილი აქვს რამდენიმე ასეული საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნა და ანგარიში, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. მისი ხელმძღვანელობით აღდგა სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგისა და სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენის, ასევე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი სხვა გეოლოგიური მიმართულებები, დაიწყო სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მერაბ გაფრინდაშვილს გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია როგორც ეროვნულ, ისე მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო გამოცემებში.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და მერაბ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ.
