9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატი 2016 და 2021 წლებში თბილისში ჩატარდა.

კომენტარები
