მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვაა და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება, წმინდა სინოდი, ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ ახლად არჩეულ პატრიარქ, შიო მესამეზე საუბრისას.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა. ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვა არის და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველანი თავის გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში“, – განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ.
კომენტარები
