ა.წ. 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებულ კრებაზე, რომელსაც საერთო ჯამში 1200 დელეგატი ესწრებოდა ჩვენი ეკლესიის ყველა ეპარქიიდან, წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 22 ხმით აირჩია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
გულითადად ვულოცავთ მას ამ დიდ პატივს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გზის ღირსეულ გაგრძელებას ვუსურვებთ.
სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იყო ტრანსლირებული და ყველამ იხილა, თუ როგორ მოწესრიგებულად, გამჭირვალედ და სიმშვიდით მიმდინარეობდა მთელი პროცესი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგება 12 მაისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.


































