ლიგა 1-ის ოცდამეცხრე ტურის გადადებულ მატჩში პსჟ გასვლაზე „ლანსს“ 1:0 ამარცხებს.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემტევი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, თუმცა პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ტომასონს ჯერ საფონოვმა, შემდეგ ზაბარნიმ არ გაატანინა. “პარიზელებმა” კი შანსი გამოიყენეს – რისერის კარი კვარაცხელიამ დალაშქრა.
კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები
