შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები და ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.
სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულთან ბრძოლისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
