ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.
მისივე თქმით, დაგვიტოვა ისიც, რომ ჩვენთან სულიერი ლიდერი ბევრად უფრო ლიბერალია, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები არიან.
„ჩვენი პატრიარქის სიდიადე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვიტოვა როგორც სტანდარტი, როგორც ტრადიცია. დაგვიტოვა გაბრწყინებული, აშენებული ტაძრები, შვიდგზის ლოცვა. დაგვიტოვა ძალიან ბევრი რამ.
სხვათა შორის, დაგვიტოვა ისიც, რომ ჩვენთან სულიერი ლიდერი ბევრად უფრო ლიბერალია, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ რელიგიური ლიდერი ჩაკეტილია, თავის დოგმაში გამყარებული და ა.შ. და პატრიარქმა აჩვენა, რომ ის არის ყველაზე ღია, ყველაზე გახსნილი, ყველაზე მიმტევებელი, ყველაზე მეტად შემწყნარებელი განსხვავებულის. ეს ძალიან დიდ სტანდარტად დაგვიტოვა.
საოცარი მასტერკლასი აჩვენა როგორი უნდა იყოს არჩევნები. მისმა სტანდარტმა ქნა ის, რომ ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე სამაგალითო არჩევნები გვაჩვენა“, – აღნიშნა მან.
