საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა. დაისახა გეგმა, რომ პატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებით და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
„უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია და ადამიანური კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს. ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ დახმარებას, მხარდაჭერას. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მოხდება შეხვედრა, შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. პროგრამა, რომელიც ამოქმედდა, ძალიან კარგია“, – განაცხადა მედიასთან შეხვედრის შესახებ კახა წიქარიშვილმა.
