მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩინური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ხუციშვილმა ცენტრის საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული პროგრამების და პროფესიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში მოხალისე მასწავლებლებმა სწავლების გამოცდილება გაუზიარეს ჩინური ენის ადგილობრივ მასწავლებლებს. გააცნეს მათ ჩინური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები და აქტივობები, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები უკეთ ეცნობიან ჩინეთის კულტურას და ტრადიციებს, მარტივად ეუფლებიან ჩინურ ენას.განიხილეს ერთობლივი სწავლების შედეგები და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მხარეები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ასევე ჩინური ენის ექსპერტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოხალისე მასწავლებლები ჩინეთიდან და ჩინური ენის ადგილობრივი მასწავლებლები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ უცხოური ენების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით ჩინური ენის შემსწავლელი კლუბებით ბილისის 20 სკოლაში ფუნქციონირებს.ენის შემსწავლელ ცენტრებში მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლა არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში შეუძლიათ.
