„ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ივნისში ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
საფეხბურთო პორტალის ცნობით, მიზეზი ტრავმაა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
რამდენად სერიოზულია ქართველი თავდამსხმელის ტრავმა, ჯერ უცნობია. გიორგიმ სეზონი 13 გოლით და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა და ევროპის ტოპ-5 ლიგების გუნდებში ყველაზე შედეგიან დებიუტანტებში მოხვდა.
ზაფხულის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
კომენტარები
