ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ პენალტების სერიაში „არსენალი“ დაამარცხა.
„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. ლონდონელები კი დებიუტშივე ჰავერცმა დააწინაურა. აქედან მოყოლებული პსჟ შეტევებზე გადავიდა: კვარაცხელია რაიასთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ დაძაბულობა მაგალიაეშმა განმუხტა, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ხელზე საკას მოხვდა – მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. „არსენალი“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ თავიდან თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად პარიზელები მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 62-ე წუთზე მოსკერამ საჯარიმოში ხვიჩა წააქცია და დემბელემ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. ისევ გაექცა „კვარა“ მეურვეებს, დრიბლინგით წინ წაიწია, ბურთი ძელს გაარტყა და 83-ე წუთზე ლუის ენრიკემ ბარკოლათი შეცვალა. მერე ვიტინიამ ვერ უწია მიზანს, ტრავმირებული დემბელეს მაგივრად მოედანზე რამუში შევიდა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
პირველ ექსტრა ტაიმში მენდეშთან ბურთზე ბრძოლაში მადუეკე საჯარიმოში დაეცა, თუმცა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ვიტინიაც დაშავდა, რომელიც ზაბარნიმ შეცვალა, ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა.
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
პსჟ – არსენალი პენ 4:3 (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1)
გოლები: 0:1 ჰავერცი (6), 1:1 დემბელე (65, პენ)
