ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აშშ-ში სპორტული ინვენტარი, მათ შორის ბურთები და ბუცები მოჰპარეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ნაკრები ფლორიდიდან კანზასში, სამწვრთნელო ბაზაზე მიემგზავრებოდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდს პირველი ვარჯიში დღეს უნდა გაემართა, თუმცა სამწვრთნელო შტაბი ამჟამად ცდილობს დაადგინოს, რა არის დაკარგული და რა ინვენტარი დარჩა ხელმისაწვდომი.
სავარაუდოდ, დაკარგულია ისეთი ფეხბურთელების ბუცებიც, როგორებიც არიან ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემი.
საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია ერთი პირი. კანზასის პოლიციის დეპარტამენტში განიხილება ვერსია, რომ ქურდობაში, შესაძლოა, მონაწილეობდნენ ის მძღოლებიც, რომლებსაც გუნდის ინვენტარი გადაჰქონდათ.
პირველი მატჩი ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 18 ივნისს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ დალასში უნდა გამართოს.
