ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზნები მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ხელისუფლებას.
კითხვაზე თუ რატომ ცხადდება კამპანიის დასრულება სამი თვის შემდეგ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი კვლავ ხელუხლებელია, ნეთანიაჰუ უარყოფს იმ დაშვებას, რომ პროცესები არასწორად წარიმართა.
„პროცესები სულაც არ განვითარებულა არასწორად. მე განვსაზღვრე მიზნები – და კაბინეტმაც განსაზღვრა მიზნები – იმაზე განსხვავებულად, ვიდრე თქვენ ამბობთ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
„ჩვენ ვთქვით, რომ გვსურდა ეგზისტენციალური საფრთხის აცილება: პირველ რიგში, ბირთვული საფრთხის და ეს გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურდა ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აცილება და ეს გავაკეთეთ. და ჩვენ ვთქვით, რომ გვსურდა შეგვექმნა პირობები, რომლებიც ირანელ ხალხს მისცემდა შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, თავიდან მოეშორებინათ ეს ტერორისტული რეჟიმი“, – აღნიშნა მან.
„ირანი ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ იქ ყველა შესაძლო ინფრასტრუქტურას დავარტყით. ზიანი კოლოსალურია. ბზარები თავად ამ რეჟიმის შიგნითაც გაჩნდა. შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ეს რეჟიმი? არ ვიცი. შემეძლო თუ არა თქვენთვის მეთქვა, როდის დაეცემოდა საბჭოთა რეჟიმი? ვერა. ამას ვერ გეტყვით“, – დასძინა მან.
