გერმანია ნებისმიერ მომენტში მზადაა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუკი ის ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას დაესხმება თავს, – განაცხადა გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში მან კონკრეტული სამიზნეებიც დაასახელა.
„ახლაც რომ დაგვირეკონ და გვითხრან, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შეიქმნა, რეაგირებისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენ მზად ვართ. თუ საქმე კონფლიქტამდე მივა, ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ომის შემთხვევაში ჩვენი სამიზნე იქნება კალინინგრადი, სანქტ-პეტერბურგი და შავის ზღვის აკვატორია, სადაც რუსეთის საზღვაო ფლოტია ბაზირებული“, – განაცხადა გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა, ჰოლგერ ნოიმანმა.
კომენტარები
