რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი უახლოეს პერიოდში რუსეთს ეწვევიან. ამის შესახებ უშაკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
უშაკოვს უიტკოფისა და კუშნერის რუსეთში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
„ახლა ისეთი ვითარებაა, რომ დაკავებული არიან ირანის საქმეებით. ისინი იქნებიან წარმოდგენილი აშშ-ისა და ირანის დასკვნით შეთანხმებაზე მუშაობის დაწყების პროცესში. ამიტომ მათი მოსკოვში ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
კომენტარები
