რუსეთზე უკრაინული დრონების მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ვიზიტისას გამოეხმაურა.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იერიშები უკრაინამ რუსეთის თავდასხმებზე საპასუხოდ მიიტანა.
ზელენსკი ამბობს, რომ თუ უკრაინა გაეხვევა ცეცხლის ალში, ანალოგიური მოხდება მოსკოვშიც.
„თუ პუტინს აღნიშნული ომის დასრულება არ სურს, ჩვენ ჩუმად ვერ ვისხდებით. ჩვენ ვუპასუხებთ და პასუხი ძალიან ძლიერი უნდა იყოს. თუ უკრაინა იწვის, დაიწვება მოსკოვიც“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
კომენტარები
