გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეერთებულმა შტატებმა ირანს 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ეს „დემოკრატების“ პროპაგანდაა.
„ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გადახდა არ მომხდარა. ეს ყალბი ამბავია. შეერთებულ შტატებს მხოლოდ წარმატება, ნავთობის ფასების დაწევა და გამარჯვება აქვს. შეხედეთ საფონდო ბირჟას. დემოკრატების პროპაგანდა მოქმედებაშია“, – წერს ტრამპი.
კომენტარები
