G7-ის უამრავ სამიტზე ვყოფილვარ და ადრე ეს G8 იყო, მათ G8 უნდა შეენარჩუნებინათ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში.
„სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა, მაგრამ ობამას არ უნდოდა პუტინი იქ ყოფილიყო. მგონი, კიდევ ერთ ან ორ სხვასაც არ უნდოდა. მათ პუტინის ჩამოშორება სურდათ. ადრე ეს G8 იყო. ბევრად უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი ისე რომ დარჩენილიყო“, – დასძინა ტრამპმა.
კომენტარები
