პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთსა და უკრაინას შორის დავა ვლადიმერ პუტინს ახარებს, პოლონეთის მოკავშირეებს კი შოკში აგდებს.
„პრეზიდენტების – ზელენსკისა და ნავროცკის ამოცანაა, ემოციების დამშვიდება და არა დაძაბულობის გამწვავება. ფრონტის ხაზი სხვა ადგილას მდებარეობს“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა პოლონური მედია წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თანხმობაც სჭირდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პოლონეთის ნაბიჯს უწოდა სტრატეგიული შეცდომა, რომლითაც „სარგებელს მხოლოდ მოსკოვი მიიღებს“. ამასთან, სოლიდარობის ნიშნად, სიბიგა უარს ამბობს და პოლონეთს დაუბრუნებს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებულ ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს.
