რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინა დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 45 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსებმა დაბომბეს ქალაქი ხარკოვი, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვი და მოზარდი. ხარკოვის დაბომბვისას რუსებმა ავიაბომბი გამოიყენეს, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეს ხარკოვის ოლქში მდებარე სოფლებიც წარმოადგენდა. იქ სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ორი ბავშვი.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთმა აგრეთვე დაბომბა სუმის ოლქი. იქ 13 ადამიანი დაშავდა. სუმის ოლქის დაბომბვისა გამოიყენებოდა ავიაბომბები და დრონები.
ზაპოროჟიეს ოლქში დაბომბვის შედეგად 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ერთი ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვებს ქალაქ ხერსონში. შუა ხნის ქალი საავადმყოფოში მიყვანის შედეგ გარდაიცვალა.
