აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ მოლაპარაკებებზე გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო შემდეგ, ცხადია, ტექნიკური გუნდი ადგილზე დარჩება“, – აღნიშნა მან.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შვეიცარიაში მხოლოდ „ერთი-ორი დღით“ დარჩენას შეძლებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ირანის ბირთვულ მასალებთან მოპყრობის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს.
ვენსმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია პროგრესის მიღწევა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში, რომელიც ისრაელის მხრიდან კვლავ დაექვემდებარა სარაკეტო დარტყმას. მან დასძინა, რომ სიტუაცია ისეთია, „რომ ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს მისი მუდმივი კონტროლი“.
„ეს არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც ვიქნებით ფოკუსირებულები. დარწმუნებული ვარ, ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ“, – დასძინა მან.
ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის დელეგაცია ციურიხში აშშ-სთან მოლაპარაკებების გასამართად უკვე ჩაფრინდა.
