პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში ახალი მწვერვალი დაიპყრო და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა – პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კარიერაში უკვე მეექვსე მსოფლიო პირველობაზე მოახერხა გოლის გატანა.
ისტორიული მომენტი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჰიუსტონში, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, სადაც პორტუგალია უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რონალდუმ ანგარიში მატჩის მეექვსე წუთზე გახსნა.
41 წლის ვარსკვლავმა თავისი უნიკალური სერია 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ გოლის გატანა 2010, 2014, 2018 და 2022 წლების მუნდიალებზე მოახერხა.
კომენტარები
