ჩვენ არ ვარღვევთ სანქციებს და ეს დაადასტურა ვინც კი ამ საკითხებში კომპეტენტურია, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითიც უპასუხა პოლიტიკოსის, საბა ბუაძის კითხვას, ხდება თუ არა სანქციების გვერდის ავლა.
„წარმოდგენა არ გაქვთ, მოდიხართ და გვესაუბრებით რეზოლუციებზე, თქვენ ახლა გიყურებენ თქვენი გუნდის ყოფილი წევრები და სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ ამ ადამიანს ჩვენს პარტიაში რა უნდოდაო. ან შეგნებულად ან თქვენდა დამოუკიდებლად ცდილობთ საზოგადოება მოატყუოთ. იმედია მართლა ვერ ერკვევით და მაგიტომ აკეთებთ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კომენტარები
