ევროკავშირს, თავისი მიზნებიდან გამომდინარე დღეს სჭირდება ძალიან დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან. რატომ არიან გაბუტულ რეჟიმში, იმიტომ რომ ევროკავშირი თავის პოლიტიკას ვერ აყალიბებს, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელი არ აყალიბებს იმ დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირს სჭირდება.
„სამწუხაროდ, ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი არ არის დამოუკიდებელი, ევროკავშირს დღეს უკვე სჭირდება დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
კომენტარები
