უამრავი რამ არ მომწონს ევროკავშირში, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკა, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ილია ღლონტმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემების საწინააღმდეგო რიტორიკას მიჰყვება.
„როდესაც ამ ქვეყანაში რეალური პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, გვაქვს რეალური, მათ შორის სუვერენიტეტის გამოწვევები, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შეთქმულების თეორიებზე, რომელიც რეალური გეოპოლიტიკით, რეალური ეკონომიკით ვერ აიხსნება. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნაწილი შედის შეცდომაში და ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გვქონდეს ამაზე სასაუბროდ არგუმენტირებულად და შინაარსობრივად. იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – აღნიშნა ილია ღლონტმა.
კომენტარები
