თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი იმართება – თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight – ქალები) – 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) – 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) – 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) – 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) – 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) – 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) – 125 კგ-მდე.
ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.
RAF Georgia ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში იმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია „იმედი“.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ.
