სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ჯეიდენ ადამსი გარდაიცვალა.
The Guardian-ის ცნობით, ადამსი 25 წლის იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ის სამშობლოში დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატიდან 1/16 ფინალურ ეტაპზე გამოვარდა.
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კარიერის განმავლობაში ადამსმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე ის სამხრეთაფრიკულ გუნდ „მამელოდი სანდაუნსში“ თამაშობდა, რომელმაც გასულ სეზონში აფრიკის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადამსმა ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. კანადასთან 1/16 ფინალურ შეხვედრაში კი, რომლის შედეგადაც გუნდი ტურნირს გამოეთიშა, სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
