პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო ჟურნალის გარეკანზე გამოიტანა და ქართველი თავდამსხმელი ოქროს ბურთის მოგების მთავარ პრეტენდენტად დაასახელა.
„დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი განსაკუთრებულად არცერთ ფეხბურთელს არ გამოუჩენია. შესაბამისად, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი და ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია, ლიგაში ჩატარებული არაჩვეულებრივი სეზონიდან გამომდინარე, ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტია“.
ოქროს ბურთის რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
კომენტარები
