აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ – სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირა.
პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, კანონი სანქციების შესახებ ძალაში შევა.
ამერიკულ მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კანონპროექტისთვის შესაძლოა ვეტო დაედო, ვინაიდან იგი მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას აანონსებდა.
კომენტარები